четверг, 16 ноября 2017 г.

დეკლამაცია

დეკლამაცია (ლათ. declamatio — „ვარჯიში მჭერმეტყველაბაში“) — ლიტერატურული ნაწარმოების გამოთქმით წაკითხვის ხელოვნება. ძველ რომში დეკლამაცია ორატორული ხელოვნების უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენდა, საფრანგეთში კი — სცენიდან ლექსისა და სიტყვის წარმოთქმის ხელოვნებას. XVII-XVIII საუკუნეებში საფრანგეთის თეატრში კლასიციზმმა დააკანონა სცენური მეტყველების პირობითი მანერა — ამაღლებული, საზეიმო, წამღერებითი მეტყველება, რომელიც ასევე პირობით ჟესტსა და მიმიკასთან ერთად კლასიცისტურ თეატრში მსახიობის ხელოვნების საფუძველს შეადგენდა. XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში რომანტიზმმა და რეალიზმმა დაარვია დეკლამაციის კლასიცისტური ნორმები, სცენაზე მსახიობის მოქმედება და მეტყველება განსასახიერებელი გმირის ხასიათს დაუქვემდებარა.



სიმებიანი საკრავი-გიტარა


გიტარა — სიმებიანი საკრავია, რომელიც ძირითადად იკვრება თითებით ან მედიატორით. ძირითადად იგი არსებობს ექვს, შვიდ და თორმეტსიმიანი. ტრადიციულად, გიტარა მზადდება სხვადასხვა ხისაგან, ხოლო სიმები ცხოველების ნაწლავებისაგან. თუმცა სიმების ტრადიცია არ არის შენარჩუნებული, და თანამედროვე სიმები არის ნეილონის და ფოლადის. ზოგიერთი თანამედროვე გიტარა დამზადებულია პოლიკარბონატით. არსებობს გიტარის ძირითადი ორი ოჯახი: აკუსტიკური და ელექტრო. გიტარა ვოკალის თანხლებისთვისაა მოსახერხებელი.
აკუსტიკური გიტარა (და სხვა მსგავსი ინსტრუმენტები) ამოჭრილი კორპუსით უკვე ათას წელზე მეტია გამოყენებაში. თანამედროვე აკუსტიკური გიტარის სამი ძირითადი ტიპი არსებობს: კლასიკური გიტარა (ნეილონის სიმებიანი), ლითონის სიმებიანი აკუსტიკური გიტარა და არქტოპ გიტარა. აკუსტიკური გიტარების ტონალობა წარმოქმნილია სიმების ვიბრაციით, რომელსაც აძლიერებს გიტარის კორპუსი. კლასიკური გიტარა ხშირად იკვრება როგორც სოლო ინსტრუმენტი თითების ამოკვრის ტექნიკით. ეგიტარის სამშობლო ცნობილი არ არის. ვარაუდობენ, რომ იგი წარმოიშვა ძველ საბერძნეთში, მაგრამ შემდგომში მისი მეორე სამშობლო გახდა ესპანეთი, სადაც VIII—IX საუკუნეებში ეს საკრავი ფართოდ გავრცელდა. ესპანეთიდან გიტარა მთელ ევროპაში გავრცელდა. საქართველოში ის მე-19 საუკუნეში შემოვიდა და მტკიცედ დამკვიდრდა. ქართულ, ხალხურ და ქალაქურ ბევრ სიმღერას გიტარა უწევს თანხლებას.
გიტარის სამშობლო აღმოსავლეთია. თარი სპარსულად სიმს ნიშნავს, ხოლო თარის წინდებულები (დუ-ტარი, სი-ტარი) ოდესღაც სიმთა რიცხვს გამოხატავდა. დუ ნიშნავდა ორს, სი- სამს. ასე რომ ”გიტარა” ნიშნავდა სამსიმიანს.
ჩვენს ერამდე დიდი ხნით ადრე გიტარა აღმოსავლეთიდან საბერძნეთში მოხვედრილა, იქ, დროთა განმავლობაში დაივიწყეს, რომ ”სიტარი” სამსიმიან საკრავს ნიშნავდა და ასეთი სახის ოთხ და მრავალსიმიან სხვა საკრავებსაც "სიტარი", შემდეგ კი გიტარა შეარქვეს.
ბაროკოს ეპოქაში ბაროკოს გიტარა (ლუტამანდოლინაბარბათი და ა.შ.) ხშირად იყენებოდა კამერულ ორკესტრებში. ამ ინსტრუმენტს იყენებდნენ: ანტონიო ვივალდიიოჰან სებასტიან ბახი და სხვები.
რომანტიზმის პერიოდში გიტარას ხშირად იყენებდა ნიკოლო პაგანინი.
გიტარა ძალიან გავრცელებულია თანამედროვე მუსიკაში.ლექტრო გიტარა იქნა წარმოდგენილი 1930-იან წლებში. ელექტრო გიტარებმა მალევე მოახდინა გავლენა თანამედროვე კულტურაზე. გიტარა არის მიჩნეული მთავარ ინსტრუმენტად ისეთ მუსიკის ჟანრებში, როგორიცაა ბლუზიბლუგრასიქანთრიფლამენკოჯაზიხოტამარიაჩირეგიროკისოული და ბევრი სხვა პოპის ფორმებში.


 კლასიკური გიტარის ისტორია

კონკრეტული ადგილ მდებარეობა, თუ სად შეიქმნა პირველი გიტარა ანუ გიტარის სამშობლო ცნობილი არ არის. მკვლევართა აზრით გიტარის სამშობლო არის აღმოსავლეთი. თარი სპარსულად სიმს ნიშნავს, თარის წინდებულები ‘’დუ’’ ორს და ‘’სი’’ სამს. (დუ –ტარა) (სი-ტარა). ასეთი დასახელება სიმების რიცხვს გამოხატავდა. ასე რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პირველი გიტარა იყო სამ სიმიანი.
 ეს საკრავი მრავალი ასწლეულის წინ აღმოსავლეთიდან ძველ საბერძნეთში მოხვედრილა. იქ კი თანდათან დაივიწყეს, რომ ეს სამ სიმიანი საკრავი იყო და დროთა განმავლობაში მას ემატებოდა სიმებიც და შეეცვალა სახელიც. ჩვენამდე ეს საკრავი მოვიდა და ცნობილია გიტარის სახელწოდებით.
ასე რომ გიტარის სამშობლოდ შეიძლება საბერძნეთი ვივარაუდოთ, თუმცა გიტარის მეორე სამშობლოდ ითვლება ესპანეთი, სადაც ეს საკრავი VIII—IX საუკუნეებში ფართოდ გავრცელდა, ხოლო თითქმის იმ სახით, როგორი სახითაც გვხვდება დღეს კლასიკური გიტარა, ეს ინსტრუმენტი 1860 წელს გამოიგონა ანტონიო დე ტორესმა.
ესპანეთიდან გიტარა მთელ ევროპას “მოედო”. საქართველოში ის მე _19 საუკუნეში შემოვიდა.



                                                                                                  გიტარის აწყობა



გიტარის აწყობის სხვადასხვა ვარიანტები არის გამოყენებული. ყველაზე გავრცელებული ტონალობაში, რომელიც ცნობილია როგორც "სტანდარტული ტონალობა", სიმები არის აწყობილი დაბალი E-დან მაღალ E-მდე. ყველა სიმის ჩამოკვრისას მიიღება აკორდი - Em7/add11.
სიმების ტონალობის სიმაღლეები მოცემულია ცხრილში:

სიმინოტისიხშირემეცნიერული სიმაღლე
1 (უმაღლესი)e'329.60 HzE4
2b246.90 HzB3
3g196.00 HzG3
4d146.80 HzD3
5A110.00 HzA2
6 (უდაბლესი)E82.40 HzE2
                                                                                                                                                           
0123456789101112
EFF♯GA♭AB♭BCC♯DE♭E
BCC♯DE♭EFF♯GA♭AB♭B
GA♭AB♭BCC♯DE♭EFF♯G
DE♭EFF♯GA♭AB♭BCC♯D
AB♭BCC♯DE♭EFF♯GA♭A
EFF♯GA♭AB♭BCC♯DE♭



თანამედროვე მუსიკაში ხშირად იყენებენ გიტარის გადაწყობის ტექნიკას სხვა ტონალობაში უფრო ინდივიდუალური ჟღერადობის მისღებად , თუმცა გიტარის მიღებულ სტანდარტულ წყობად ითვლება 1.E – 2.B – 3.G – 4.D – 5.A – 6. E
ამ მეთოდით აწყობილ გიტარას, ყველა ღია სიმს თუ ერთად ჩამოვკრავთ მივიღებთ აკორდს Em7/Add 11
სიმინოტისიხშირემეცნიერული სიმაღლე
1e'329.60 HzE4
2b246.90 HzB3
3g196.00 HzG3
4d146.80 HzD3
5A110.00 HzA2
6E82.40 HzE2
Add caption