დაიბადა ქალაქ თბილისში,2003 წლის 1 ივლისს. გატაცებულია: ფოტო ხელოვნებით, ხატვით,ძერწვით,პოეზიით (ლექსების მხატვულად კითხით.) 6 წელი სწავლობდა ქ.თბილისის ხელოვნების გიმნაზიაში, ამჟამად საზღვაო ლიცეუმის მეთერთმეტე კლასელი და მომავალი მეზღვაურია ,საბას უყვარს კალამი,ფურცელი,მონოლოგი საკუთარ თავთან, ფურცლებთან მოდით მოვუსმინოთ...
ვინ ვარ მე?!
ავტორი საბა ნაკაიძე
ვიღვიძებ. პირველი რასაც ვხედავ ეს ბნელი ღამე და აქა- იქ მიფანტული რამდენიმე ვარსკვლავია, რომლებიც ისე დამწუხრებულად ანათებენ, რომ სადაცაა ბნელ ღამესთან გაერთიანდებიან.
-რა მახსოვს?
-ჯერჯერობით არაფერი.
-ვინ ვარ?
- არ ვიცი ალბათ არავინ.
-რა მინდა?
-ეგეც არ ვიცი.
- სადღა ვარ?
არ მახსენდება.
ვიწყებ წრიალს, დამშეული თვალებით ირგვლივ გარემოს თვალიერებას, ფიქრს...
ვცდილობ, ვცდილობ გავიხსენო, მაგრამ, რა უნდა გავიხსენო?!
უეცრად თვალებს, გზად გამოეკვეთა კაშკაშა სახლი, შორს ჰორიზონტიდან მანათებელი.
- რა ვქნა?!
- არ ვიცი, ფიქრით ვერ ვფიქრობ, მეხსიერებაც ხელს არ მიწყობს, მაგრამ უეცრად, ინსტინქტით სვლა დავიწყე , კაშკაშა ჰორიზონტთან გაერთიანებული სახლისაკენ. მივდივარ, მივდივარ, კიდევ არაფერი უბრუნდება გონებას, მივდივარ, მაგრამ არ შეიმჩნევა, რომ ვუახლოვდები, არ ვიცი სად ვარ, არ ვიცი ვინ ვარ, რაღა დამრჩენია გარდა სიარულისა?! ...
გავიდა დრო, დიდი დრო, ვარსკვლავები ნელ-ნელა იცვლიან ადგილებს, ვატყობ, რომ ჰორიზონტს მოშორდა იდუმალებით მოკაშკაშე სახლი, ვატყობ, რომ ახლოს ვარ, მაგრამ რასთან ვარ ახლოს?!
ნუთუ, მე მიცნობენ იქ?!
ნუთუ, რაიმე გამახსენდება მე იქ?!
არ ვიცი, არ მახსენდება, ინსტიქტურად კი ჩემი სხეული კვლავ სახლისაკენ მიიწევს.
ნეტავ, ეს არის ჩემი სახლი?!
ნეტავ, რა მელის მე მანდ?!
ვფიქრობ და იმედი, რომელმაც ინსტიქტურად ჩემი სხეული სახლისაკენ მიმართა ძლიერდება.
ნუთუ, მე მიცნობენ იქ?!
ნუთუ, რაიმე გამახსენდება მე იქ?!
არ ვიცი, არ მახსენდება, ინსტიქტურად კი ჩემი სხეული კვლავ სახლისაკენ მიიწევს.
ნეტავ, ეს არის ჩემი სახლი?!
ნეტავ, რა მელის მე მანდ?!
ვფიქრობ და იმედი, რომელმაც ინსტიქტურად ჩემი სხეული სახლისაკენ მიმართა ძლიერდება.
აი გავიდა ისევ დრო, არ ვიცი რამდენი, ვარსკვლავებს კვლავ შეუცვლიათ ადგილები, კვლავ მოახლოვდა კაშკაშა სახლი, იმდენად მოახლოვდა, რომ უკვე მის ფანჯრებზე ჩამოფარებულ დიდ წითელ ფარდებსაც კი ვამჩნევ, მის კარებს, რომელიც ისეთი ბნელია, როგორიც ჩემი ამ ღამის, პირველი მოგონება.
წითელ ფარდებში შუქი გამორბის, სახლს ნათელი აკრავს გარს, აი კიდევ იცვალეს ვარსკვლავებმა ადგილები და კიდევ მოახლოვდა ეს ნათელი სახლი, იმდენად მოახლოვდა რომ გარეთ მჯდომ მოხუც მამაკაცსაც კი ვხედავ, მაგრამ რატომღაც ის მე ვერ მამჩნევს, ვხედავ გარკვევით, სახლის ისეთ მუქ ლურჯ სახურავს, რომ შორი მანძილის გამო, ამ ბნელი ღამის ცის ნაწილად ჩანდა, იმხელა მანძილი გავიარე, რომ უკვე ამ მოხუცის მოწყენილ სახესაც ვარჩევ, ზედ რომ ცრემლები ლაღად მოძრაობენ.ვარსკვლავები კი კვლავ ადგილთა ცვლას განაგრძნობენ, მოხუცი კიდევ ვერ მამჩნევს,
ავნერვიულდი - ნუთუ, არ ვჩანვარ?!
მახსენდება რომ სხეულზე დახედვისას უბრალოდ ვგრძნობდი, ვერაფერს ვხედავდი.
ნუთუ, აღარ მაქვს სხეული?!
მაგრამ მქონდა ოდესმე იგი მე?!
არ მახსოვს ვინ ვიყავი, ვინ ვარ, ანდაც საერთოდ სად ვარ.
ამ ფიქრებში გართული უკვე მოხუცის წინ ვდგავარ, დიდ წითელ ფარდებში მხოლოდ სინათლე გამოდის, შიგნით რა ხდება ვერ ვარჩევ, მოხუცის მოწყენილ სახეზე კვლავ ცრემლები მოსრიალებენ ლაღად.
მოხუცს ვეკითხები რა სჭირს მას? რა ხდება შიგნით? მიცნობს? ვიცნობ? სად ვართ? ვინ ვარ? რა ვარ?
მაგრამ ჩემი ხმა არ ისმის...
ან საერთოდ მაქვს მე ხმა?!
როგორც ჩანს არა, ან თუ კი მაქვს არ მახსოვს როგორი.
მოხუცი კვლავ ტირის, შუქი კვლავ წითელ ფარდებში გამორბის, მინდა გავიგო-
რა ხდება, ვინ არის შიგნით?!
რატომ ზის მოხუცი გარეთ მარტო ცრემლიანი?!
მინდა გავიგო თუ შევძლებ რაიმე მოგონების აღდგენას, თუ შევძლებ ამ იდუმალებით სავსე კაშკაშა სახლში ჩემი თავის აღმოჩენას...
მივედი კართან, მინდა გავაღო, ვერ ვგრძნობ ვერაფერს, როგორც შევატყვე, მე არ მაქვს სხეული, ვცდილობ გავესაუბრო მოხუც მამაკაცს, მაგრამ არც ხმა მაქვს, როგორც ჩანს მე მხოლოდ შემიძლია ყურება და აზროვნება, აჰ, გადაადგილებაც.
მაგრამ როგორ? რითი? რა ვარ მე?
ნუთუ, მე „ის" ვარ ვისზეც პატარა ბავშვებს უყვებიან, რომ „ის" ყველგან არის, „ის" გვხედავს „ის" ცდილობს გაგვიგოს, გაგვიცნოს, გვანიშოს.
მაგრამ საიდანღა მახსოვს ეს?! ვინ არის „ის"?!
ამ კითხვებთან ერთად საუკუნეები ვარსებობ ალბათ, რადგან ვარსკვლავები საერთოდ გაქრნენ, ის ცრემლიანი მოხუცი მამაკაცი კი ისევ წინ მიზის, ცრემლიანი თვალებით, ის დიდი, წითელფარდიანი სახლი კვლავ იდუმალებით აღსავსე სინათლეშია გახვეული...
კვლავ ვერ შევაღწიე შიგნით,
კვლავ ვერ მივიღე იმაზე პასუხი თუ, ვინ ვარ მე?!
p.s დაუსრულებელია!!!