რეფლექსია

რეფლექსია გაწეული მუშაობის შესახებ 

მახინჯაურის საზღვააო ლიცეუმთან არსებული , მეზღვაურთა შემოქმედებითი "THE ART OF THE SAILORS" შეიქმნა 2017 წლის 20 სექტემბერს, რომელშიც გაერთიანდა სხვადასხვა შემოქმედებითი უნარების მქონე 20 მოსწავლე.კლუბის მიზანია : კლასგარეშე მუშაობის აქტივაცია,მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების აღმოჩენა,განვითარება და ხელშეწყობა.აგრეთვე ზნეობრივი ღირებულებებისა და ესთეტიკური უნარების დახვეწა , მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისათვის.
კლუბს გააჩნია საკუთარი ბლოგი, ლოგო , დევიზი, წესდება, სამუშაო გეგმა,
ინტერნეტ-მისამართი https://theartofsailorsliceumi.blogspot.com/p/blog-page_30.html
დასახული მიზნების მიღწევა მოხერხდა:
1.     შეიქმნა კლუბი, წესდება, მოხდა  მოსწავლეთა სურვილისამებრ გაერთიანება კლუბში;
2.     26 დეკემბერს,ჩატარდა გეგმით გათვალისწინებული კონკურსი და მოსწავლეთა მხატვრული ნამუშევრების გამოფენა,შემოქმედებითი საღამო სახელწოდებით: „როცა სიტყვები ზედმეტია“
3.     გამოიცა საახალწლო  მისალოცი საგაზეთო ნომერი კლუბის წევრების ენრიკო შერვაშიძისა და დავით ზინჩენკოს  მიერ „გილოცავთ ახალ 2018 წელს“
4.     28 მარტს კლუბის წევრები კლუბის ხელმძღვანელთან და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრებთან ერთად ეწვივნენ  აჭარის ხელოვნების მუზეუმს, დაათვალიერეს ქართველ მხატვართა ნამუშევრებთან ერთად ,ახალგაზრდა თურქი მხატვრის  ფერწერული ნამუშევრები.
5.     ვერ მოხერხდა ვეფხისტყაოსნის  850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დაგეგმილი სამუშაოს განხორციელება, რომელსაც მომავალში დავგეგმავთ.
განხორციელდა  გეგმით გათვალისწინებული  მოსწავლის (ლუკა   ქავთარაძე)პოეტური ნამუშევრების ვიდეო-გადაღება და ატვირთვა ბლოგზე ლინკების სახით.
საქმიანობა წარმატებული იყო განსაკუთრებით, ხელოვნებისა და პოეზიის განვითარების კომპონენტში. მინდა ავღნიშნო ,რომ  კლუბის მუშაობამ ძალიან შუწყო ხელი , მეთრთმეტე კლასის მოსწავლის, იაგო შერვაშიძის შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და დახვეწას ,რომელმაც შესანიშნავ პროგრესს მიაღწია . უფრო მეტიც, ფერწერაშიც სცადა  თავისი ოსტატური ფუნჯი.იაგოს ფართო აუდიტორიისათვის გაცნობის მიზნით კლუბს გამიზნული აქვს სამომავლოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება.
  კლუბის მუშაობას მეტ-ნაკლებად ჰქონდა ხარვეზებიც კლუბის წევრთა ჩართულობის მხრივ, რადგან ვერ  მოხერხდა ყველა წევრის ჩართვა საკლუბო მუშაობაში. სამომავლოდ მინდა კლუბის მუშაობა მეტად მრავალფეროვანი იყოს, ყურადღება მიექცეს მოსწავლეთა იუმორისტული, სამსახიობო,ქორეოგრაფიულ,მუსიკალური უნარების განვითარებას.
სამომავლოდ ჩასატარებელ სამუშაოებს აუცილებლად დავგეგმავთ მოსწავლეთა ინტერესებისა და სურვილების შესაბამისად,ვფიქრობ გაცილებით ეფექტური იქნება საკლუბო მუშაობა. 

                                                                                                               კლუბის კურატორი
                                                                                                                       ანჟელა ჯაყელი






კურატორი მასწავლებლის შეფასების სქემა:



1.კლუბის სახელწოდება  
2. კლუბის ლოგო;
3.ვებ-გვერდის მისამართი
4.რეფლექსია
5. მოსწავლეთა და მშობელთა შეფასება
 სამუშაოს დაწყებამდე
ინფორმაციის განთავსება(კლუბის სახელწოდება,წესდება,გეგმა,განაცხადის ფორმა,კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის, ბმულის მითითებით  ) )სკოლის ვებ-გვერდზე,სოციალურ ქსელში ან პირად გვერდზე
საკლუბო მუშაობის პერიოდში
 ინფორმაციის განთავსება (საკლუბო მუშაობის ამსახველი ფოტო ვიდეო მასალა, ბმულის მითითებით  )სკოლის ვებ-გვერდზე,სოციალურ ქსელში ან პირად გვერდზე
საკლუბო მუშაობის დასრულებისას
 ინფორმაციის განთავსება(რეფლექსია საკლუბო საქმიანობაზე, მოსწავლეებისა და მშობლების შეფასება))სკოლის ვებ-გვერდზე,სოციალურ ქსელში ან პირად გვერდზე
ანგარიშგებისას მასწავლებელი საკუთარ პროფესიულ საქაღალდეში ატვირთავს შესაბამის დოკუმენტაციას.

სარეკომენდაციო კითხვები რეფლექსიის დასაწერად:
1.    მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
2.    რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
3.    მუშაობის პროცესში გახდა თუ არა საჭირო პროგრამის მოდიფიცირება
4.    რომელ კომპონენტში იყო საქმიანობა წარმატებული და რატომ?
5.    გათვალისწინებული იყო თუ არა სათანადოდ არსებული რისკები
6.    იყო თუ არა დაშვებული ხარვეზები?
7.    რა იყო ხარვეზების გამომწვევი მიზეზები?
8.    რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავსი საქმიანობის განხორციელებისას?





Комментариев нет:

Отправить комментарий