ავტორი:ლუკა ქავთარაძე
ვიდეო მასალა იხილეთ ლინკზე: https://www.facebook.com/BLACKBATUMI
შენ იქნები
დავწერ ათას სიტყვას,
მაგრამ ერთს გეტყვი.
დავხატავ ათასს ნახატს
და ერთი შენ იქნები.
შევქმნი ბაღს სიცოცხლის,
სიცოცხლე შენ იქნები.
მოვიგონებ უსასრულო ისტორიას,
უსასრულო შენ იქნები.
ავაშენებ ხის სახლს,
სახლი შენ იქნები
წვიმამ, რომ არ მოგწვდეს
სახურავი მე ვიქნები.
შევქმნი ლამაზ ოჯახს
ჩემი ცოლი შენ იქნები,
ჩემ შექმინლს ოჯახს
დაემატება ორი წევრი.
მოვუშვებ დიდ წვერს
ბაბუა მე ვიქნები.
დაიწყებ ქსოვას წინდების
ბებია შენ იქნები.
დავანთებ გრძნობების ბუხარს,
სითბო მე ვიქნები
შენ, რომ შეგცივდება
ჩუმად გადაგეფარები.
ზამთარში თოვლიან ამინდს,
ლამაზი თოვლი შენ იქნები
მე კი საუკუნოვანი მთა,
რომელსაც თეთრად გადაეფარები.
ლურჯ წვიმიან ამინდს,
ცისარტყელა შენ იქნები
მიწიდან შემყურე ცისარტყელის
კი იღბლიანი მე ვიქნები.
ერთად გატარებულ ათას წელს
ათასივეში ვიყავით ერთნი
და მოკვდავობა ვერ დაგვაშორებს,
რადგან უკვდავება ხარ შენ ჩემი
და სანამ შენ იქნები ჩემი,
მანამ ვიქნებით ჩვენ ერთნი.