суббота, 18 ноября 2017 г.

    ხელოვნება...
შემოქმედება... მუზა... ფანტაზია....შთაგონება.. გატაცება....
ეს ის ცნებებია, რომლებიც სულიერებას უკავშირდება. ადამიანური არსი, სულის სიღმეებიდან, გონების ლაბირინთებიდან გამომძვრალი გათავისუფლებული ზღაპრული ჯინია, რომელიც ცდილობს გამოხატოს ის რასაც ვერ დაიტევს სიტყვა, ვერ დაიტევს სხეული, ვერ დაიტევს სული და ვერ დაიტევს გონება. ამ დროს ადამიანი მთელი არსებით მოქმედ კრატერს ჰგავს, რომელიც სადაცაა ამოხეთქს და  მთელი თავისი ძლიერებით ამოაფრქვევს: მელოდიას, ფერებს, ფორმებს, პლასტიკას, ეს ვულკანი კი ის მუზა და შთაგონებაა, რომელიც ასე აღელვებს ადამიანთა იმ კატეგორიას, რომელსაც ყველაზე მეტად შეუძლია იგრძნოს, განიცადოს და აღიქვას ყოველივე აბსტრაქტული, თვალით უნახავი, სმენით არგაგონილი რამ....  ეს რომანტიკაა, ზებუნებრივი გზნებაა