შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმი ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენათა ინტეგრირებულ კათედრასთან არსებული შემოქმედებითი კლუბი
пятница, 5 января 2018 г.
четверг, 4 января 2018 г.
вторник, 26 декабря 2017 г.
შემოქმედებითი საღამო - "როცა სიტყვები ზედმეტია"
2017 წლის 26 დეკემბერს შპს "მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის კათედრასთან არსებულმა შემოქმედებითმა კლუბმა ანჟელა ჯაყელის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მოაწყო შემოქმედებითი საღამო "როცა სიტყვები ზედმეტია"მე-11 კლასის მოსწავლეებმა იაგო შერვაშიძემ, ლუკა ქავთარაძემ და დავით ზინჩენკომ, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ამ კლუბში, წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები და ისაუბრეს მათტვის დამახასიათებელ შემოქმედებით პროცესზე.საღამო მუსიკალურად გააფორმეს და საახალწლო განწყობა შექმნეს მოსწავლეებმა გეგა მჟავანაძემ და გიორგი ნაგერვაძემ, ღონისძიებას უძღებოდნენ პედაგოგები: ია ვერულიძე და ანჟელა ჯაყელი

воскресенье, 24 декабря 2017 г.
суббота, 9 декабря 2017 г.
суббота, 18 ноября 2017 г.
ხელოვნება...
შემოქმედება... მუზა... ფანტაზია....შთაგონება.. გატაცება....
ეს ის ცნებებია, რომლებიც სულიერებას უკავშირდება. ადამიანური არსი, სულის სიღმეებიდან, გონების ლაბირინთებიდან გამომძვრალი გათავისუფლებული ზღაპრული ჯინია, რომელიც ცდილობს გამოხატოს ის რასაც ვერ დაიტევს სიტყვა, ვერ დაიტევს სხეული, ვერ დაიტევს სული და ვერ დაიტევს გონება. ამ დროს ადამიანი მთელი არსებით მოქმედ კრატერს ჰგავს, რომელიც სადაცაა ამოხეთქს და მთელი თავისი ძლიერებით ამოაფრქვევს: მელოდიას, ფერებს, ფორმებს, პლასტიკას, ეს ვულკანი კი ის მუზა და შთაგონებაა, რომელიც ასე აღელვებს ადამიანთა იმ კატეგორიას, რომელსაც ყველაზე მეტად შეუძლია იგრძნოს, განიცადოს და აღიქვას ყოველივე აბსტრაქტული, თვალით უნახავი, სმენით არგაგონილი რამ.... ეს რომანტიკაა, ზებუნებრივი გზნებაა

Подписаться на:
Сообщения (Atom)