воскресенье, 30 декабря 2018 г.


 გილოცავთ, ახალი, 2019 წლის შემობრძანებას! სიკეთის,სიხარულისა და ბედნიერების მიმნიჭებელი ყოფილიყოს ეს წელი  ყოველი ქართველისათვის,
მინდა დიდი ილიას სიტყვებით  მოგილოცოთ და გითხრათ,რომ უფალმა  "ხანგრძლივი დრო მოგცეთ სიცოცხლისათვის,ხოლო იცოდეთ კი,რომ დრო ხანგრძლივია მისთვის,ვინც კარგად ჰხმარობს,ვინც ირჯება,აზროვნობს და ჰფიქრობს,იგი დროთა საზღვარს შორს გასდგამს ხოლმე...ადამიანი ძლიერია მხოლოდ მაშინ,როცა მცოდნეა და განათლებული…”გახსოვდეთ ვინც კარგად ემსახურება თავის სამშობლო ქვეყანას,იგი უდიდკაცობროდაც დიდია”,ღმერთმა ყოველი საქმე კარგად წაგიმართოთ, ხოლო იცოდეთ კი, რომ საქმეს კარგად წარმართავს მარტო ჭკვიანი გული და გულიანი ჭკუა.
ღმერთმა ყოველი მწუხარება აგაცილოთ, ხოლო იცოდეთ კი, რომ "უკეთესი წამალი მწუხარებისა იგია, როცა სხვას მწუხარებისაგან დაიხსნით".
ღმერთმა უბედურებისაგან გიხსნათ, ხოლო იცოდეთ კი, რომ "ვისაც თავის დღეში არავინ გაუუბედურებია, იმას იმედი უნდა ჰქონდეს, რომ თვითონაც თავის დღეში უბედური არ იქნება".
ღმერთმა იმოდენა უნარი მოგცეთ, რომ თქვენს ძალ-ღონეს დაენდოთ, სხვის იმედზედ არ იყვნეთ, იმიტომ რომ "იგი ჭკვიანი არ არის, ვინც არ იცის თავს როგორ უშველოს".
ღმერთმა ჯანმრთელი გამყოფოთ, ხოლო იცოდეთ, რომ "თუ გნებავთ სიმრთელე შეჰრჩეს თქვენს სულსა და ხორცსა, გულის ნებას და მადას გაძღომამდე ნუ მიიყვანთ".
ღმერთმა მოგცეთ სიყვარული მართლისა და იცოდეთ, რომ "თუ ბოროტი ხართ, შეგიძულებენ, თუ კეთილი ხართ, ზოგჯერ მოგატყუებენ და თუ მართლის მოყვარე ხართ, თაყვანსა გცემენ".
ღმერთმა სიბრძნე და სათნოება მოგანიჭოთ და იცოდეთ, რომ "სიტურფე, ნიჭიერება, ჭკუა და სხვა ყოველივე სცვდება, გარდა სიბრძნისა და სათნოებისა".
ღმერთმა უმაღლესს ღირსებამდე მიგახწევინოთ, ხოლო იცოდეთ კი, რომ "ყველაზედ უტყუარი ნიშანი უმაღლესის ღირსებისა შურის არქონაა".
ღმერთმა ნუ მოგაკლოთ პატიოსნება და იცოდეთ, რომ "ვაჟკაცს გმირს მარტო იმის უნარი აქვს, დიდბუნებიანს ყოველაფრისა, ხოლო ერთიცა და მეორეც ვერ აიწონენ ერთად, რასაც ერთი პატიოსანი კაცი იწონს".
ღმერთმა არც მფლანგავი გქმნას, არც ძუნწი და იცოდე, რომ "ვინცა ჰფლანგავს, იგი თავის მემკვიდრესა ჰპარავს, ვინცა ჰძუნწობს, იგი ჰპარავს თავის თავსა".
ღმერთმა გიხსნათ სიღარიბისაგან, ხოლო იცოდეთ კი, რომ "კაცი მაშინ არის ღარიბი, როცა სურვილი სჭარბობს ღონესა და როცა წადილი მეტი აქვს ქონებაზედ".
ღმერთმა ღონე მოგცეთ და გაგაძლიეროთ, ხოლო იცოდეთ კი, რომ "ღონე იმისთვის მოუნიჭებია ჩვენთვის ღმერთს, რომ ჩვენი ქონება შევინახოთ და არა იმისათვის, რომ სხვისა დავიჩემოთ და დავისაკუთროთ".
ღმერთმა ბევრი ფული მოგცეთ, ხოლო იცოდეთ კი, რომ "ფული ბატონად ძალიან ცუდი ბატონია და მოსამსახურედ კი მეტად კარგი მოსამსახურეა. არც კი ეს დაივიწყოთ, რომ "ყოველთვის, როცა კაცს ბუზმენტებით მორთულსა ჰხედავთ, იცოდეთ, რომ მის მახლობლად სხვა კაცი ძონძშია გახვეული".
ღმერთმა მაგარი ხასიათი მოგცეთ და იცოდეთ, რომ "ჭკვიანი კაცი კი მალე წახდება, თუ ჭკუასთან ერთად სიმაგრე ხასიათისა არა აქვს. ვისაც დიოგენის ფარანი აქვს, იმას მისი ყავარჯენიც უნდა ჰქონდეს".
ღმერთმა მშვიდობა და მოსვენება მოგცეთ, ხოლო იცოდეთ, რომ "ყველაზედ ტკბილი მოსვენება იგია, რომელიც შრომით არის ნასყიდი".
ღმერთმა ერთმანეთის ძმობა, ერთობა მოგმადლოთ და იცოდეთ, რომ "დიდად ძალოვანი კაციც კი უღონოა, თუ მოძმენი მხარს არ მისცემენ". არც ეს დაივიწყოთ, რომ "როცა ჭკვიანები და პატიოსნები ერთად მოქმედობენ, მაშინ სულელნი და ფლიდნი უღონონი არიან".
ღმერთმა გიმრავლოთ და გიდღეგრძელოთ შვილები, ხოლო იცოდეთ კი, რომ

სჯობს ყოლა უწვრთის ძაღლისა
უწვრთელის შვილის ყოლასა.

დასასრულს გისურვებთ, ღმერთმა თქვენის ქვეყნის სიყვარული გაგიძლიეროთ და იცოდეთ, რომ "რაც უნდა პატარა იყოს სამშობლო ქვეყანა, პატიოსანს გულში მაინც ყველაზედ დიდი ადგილი უჭირავს".
ამინ და კირილეისონ!..”


вторник, 11 декабря 2018 г.

გარემო სადაც ვმუშაობთ






























კლუბის შეხვედრა ჯგუფი ბაბილონის წევრთან-მიკი მოსთან

კლუბის წევრებმა მოაწყვეს საქმიანი შეხვედრა ჯგუფ ბაბილონის წევრებთან: მიკი მოსა და ბესოსთან, შეხვედრა წინასწარ იყო დაგეგმილი, რომლის მიზანი  მუსიკალური ჯგუფის შექმნა იყო შეხვედრაზე კლუბის წევრებმა წარმოადგინეს საკუთარი სიმღერები და მიკი მოს რეკომენდაციების გათვალისწინებით ჯგუფს სახელად შეურჩიეს


  aic-bendi, იმუშავეს წინასწარ დაწერილი ტექსტის მელოდიის შერჩევაზეც. კლუბის წევრებს სტიმული მიეცათ და დაწერეს კიდეც მელოდია სიმღერის ახალი ტექსტისთვის.

среда, 14 ноября 2018 г.

      დღეს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში ჩატარდა კლუბის სამუშაო შეხვედრა,რომლის მიზანი იყო მუსიკალური ბენდის და ხალხურ საკრავებზე სიმღერების შემსრულებელთა ჯგუფების შექმნა.შემოქმედმა  💥💥💥მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი რეპერტუარი და მოწონებაც დაიმსახურეს, კლუბის მუშაობა ნაყოფიერი იყო. კლუბის ხელმძღვანელმა გააცნო კლუბის წევრებს სამუშაო გეგმა და მოისმინა თითოეულის აზრი და შეფასება.💥💥💥




вторник, 13 ноября 2018 г.


   დაიბადა ქალაქ  თბილისში,2003 წლის 1 ივლისს.        გატაცებულია: ფოტო ხელოვნებით, ხატვით,ძერწვით,პოეზიით (ლექსების მხატვულად კითხით.) 6 წელი სწავლობდა ქ.თბილისის ხელოვნების გიმნაზიაში, ამჟამად საზღვაო ლიცეუმის მეთერთმეტე კლასელი და მომავალი მეზღვაურია ,საბას უყვარს კალამი,ფურცელი,მონოლოგი საკუთარ თავთან, ფურცლებთან მოდით მოვუსმინოთ...



    ვინ ვარ მე?!                                                                 

                                                                                                                                                      ავტორი საბა ნაკაიძე




 



  ვიღვიძებ. პირველი რასაც ვხედავ ეს ბნელი ღამე და აქა- იქ მიფანტული რამდენიმე ვარსკვლავია, რომლებიც ისე დამწუხრებულად ანათებენ, რომ სადაცაა ბნელ ღამესთან გაერთიანდებიან.
 -რა მახსოვს? 
-ჯერჯერობით არაფერი.                         
 -ვინ ვარ?
- არ ვიცი ალბათ არავინ.
-რა მინდა?
 -ეგეც არ ვიცი.
- სადღა ვარ? 
არ მახსენდება. 
ვიწყებ წრიალს, დამშეული თვალებით ირგვლივ გარემოს თვალიერებას, ფიქრს...
 ვცდილობ, ვცდილობ გავიხსენო, მაგრამ, რა უნდა გავიხსენო?!
უეცრად თვალებს, გზად გამოეკვეთა კაშკაშა სახლი, შორს ჰორიზონტიდან მანათებელი.
- რა ვქნა?!
- არ ვიცი, ფიქრით ვერ ვფიქრობ, მეხსიერებაც ხელს არ მიწყობს, მაგრამ უეცრად, ინსტინქტით სვლა დავიწყე , კაშკაშა ჰორიზონტთან გაერთიანებული სახლისაკენ. მივდივარ, მივდივარ, კიდევ არაფერი უბრუნდება გონებას, მივდივარ, მაგრამ არ შეიმჩნევა, რომ ვუახლოვდები, არ ვიცი სად ვარ, არ ვიცი ვინ ვარ, რაღა დამრჩენია გარდა სიარულისა?! ...
     გავიდა დრო, დიდი დრო, ვარსკვლავები ნელ-ნელა იცვლიან ადგილებს, ვატყობ, რომ ჰორიზონტს მოშორდა იდუმალებით მოკაშკაშე სახლი, ვატყობ, რომ ახლოს ვარ, მაგრამ რასთან ვარ ახლოს?!
ნუთუ, მე მიცნობენ იქ?!
 ნუთუ, რაიმე გამახსენდება მე იქ?!
 არ ვიცი, არ მახსენდება, ინსტიქტურად კი ჩემი სხეული კვლავ სახლისაკენ მიიწევს.
ნეტავ, ეს არის ჩემი სახლი?! 
ნეტავ, რა მელის მე მანდ?! 
ვფიქრობ და იმედი, რომელმაც ინსტიქტურად ჩემი სხეული სახლისაკენ მიმართა ძლიერდება.
    აი გავიდა ისევ დრო, არ ვიცი რამდენი, ვარსკვლავებს კვლავ შეუცვლიათ ადგილები, კვლავ მოახლოვდა კაშკაშა სახლი, იმდენად მოახლოვდა, რომ უკვე მის ფანჯრებზე ჩამოფარებულ დიდ წითელ ფარდებსაც კი ვამჩნევ, მის კარებს, რომელიც ისეთი ბნელია, როგორიც ჩემი ამ ღამის, პირველი მოგონება.
 წითელ ფარდებში შუქი გამორბის, სახლს ნათელი აკრავს გარს, აი კიდევ იცვალეს ვარსკვლავებმა ადგილები და კიდევ მოახლოვდა ეს ნათელი სახლი, იმდენად მოახლოვდა რომ გარეთ მჯდომ მოხუც მამაკაცსაც კი ვხედავ, მაგრამ რატომღაც ის მე ვერ მამჩნევს, ვხედავ გარკვევით, სახლის ისეთ მუქ ლურჯ სახურავს, რომ შორი მანძილის გამო, ამ ბნელი ღამის ცის ნაწილად ჩანდა, იმხელა მანძილი გავიარე, რომ უკვე ამ მოხუცის მოწყენილ სახესაც ვარჩევ, ზედ რომ ცრემლები ლაღად მოძრაობენ.
   ვარსკვლავები კი კვლავ ადგილთა ცვლას განაგრძნობენ, მოხუცი კიდევ ვერ მამჩნევს,
ავნერვიულდი - ნუთუ, არ ვჩანვარ?! 
მახსენდება რომ სხეულზე დახედვისას უბრალოდ ვგრძნობდი, ვერაფერს ვხედავდი.
ნუთუ, აღარ მაქვს სხეული?! 
მაგრამ მქონდა ოდესმე იგი მე?!
 არ მახსოვს ვინ ვიყავი, ვინ ვარ, ანდაც საერთოდ სად ვარ.
 ამ ფიქრებში გართული უკვე მოხუცის წინ ვდგავარ, დიდ წითელ ფარდებში მხოლოდ სინათლე გამოდის, შიგნით რა ხდება ვერ ვარჩევ, მოხუცის მოწყენილ სახეზე კვლავ ცრემლები მოსრიალებენ ლაღად.
მოხუცს ვეკითხები რა სჭირს მას? რა ხდება შიგნით? მიცნობს? ვიცნობ? სად ვართ? ვინ ვარ? რა ვარ? 
მაგრამ ჩემი ხმა არ ისმის...
 ან საერთოდ მაქვს მე ხმა?! 
როგორც ჩანს არა, ან  თუ კი მაქვს არ მახსოვს როგორი.
 მოხუცი კვლავ ტირის, შუქი კვლავ წითელ ფარდებში გამორბის, მინდა გავიგო-
 რა ხდება, ვინ არის შიგნით?! 
რატომ ზის მოხუცი გარეთ მარტო ცრემლიანი?! 
მინდა გავიგო თუ შევძლებ რაიმე მოგონების აღდგენას, თუ შევძლებ ამ იდუმალებით სავსე კაშკაშა სახლში ჩემი თავის აღმოჩენას... 
მივედი კართან, მინდა გავაღო, ვერ ვგრძნობ ვერაფერს, როგორც შევატყვე, მე არ მაქვს სხეული, ვცდილობ გავესაუბრო მოხუც მამაკაცს, მაგრამ არც ხმა მაქვს, როგორც ჩანს მე მხოლოდ შემიძლია ყურება და აზროვნება, აჰ, გადაადგილებაც.
 მაგრამ როგორ? რითი? რა ვარ მე?
ნუთუ, მე „ის" ვარ ვისზეც პატარა ბავშვებს უყვებიან, რომ „ის" ყველგან არის, „ის" გვხედავს „ის" ცდილობს გაგვიგოს, გაგვიცნოს, გვანიშოს.
 მაგრამ საიდანღა მახსოვს ეს?! ვინ არის „ის"?! 
ამ კითხვებთან ერთად საუკუნეები  ვარსებობ ალბათ, რადგან ვარსკვლავები საერთოდ გაქრნენ, ის ცრემლიანი მოხუცი მამაკაცი კი ისევ წინ მიზის, ცრემლიანი თვალებით, ის დიდი, წითელფარდიანი სახლი კვლავ იდუმალებით აღსავსე სინათლეშია გახვეული...
 კვლავ ვერ შევაღწიე შიგნით,
 კვლავ ვერ მივიღე იმაზე პასუხი თუ, ვინ ვარ მე?!

p.s დაუსრულებელია!!!



четверг, 1 ноября 2018 г.

ახალი სახე - მეზღვაური გოგონა,ანასტასია ქაჯაია თავისი შემოქმედებით











ანასტასიას შემოქმედება და შემოქმედებითი პროცესი