суббота, 9 июня 2018 г.

ლუკა ქავთარაძის უბის წიგნაკიდან...


       ლუკა ქავთარაძე            

                                                   *   *   *

რავინ ყოფილხართ ასე?
ურთიერთობის დასწყისში ძალიან ბევრი  სითბო,რომ გაგიციათ და გაგითამამებიათ ადამიანი,რაღაც დროის გასვლის მერე თავს ამჩნევთ, რომ უკვე დაცლილი ხართ გრძნობებისაგან და ვეღარ გამოხატავთ იმავე  სითბოს მის მიმართ , ის კიდევ უსინდისოდ გათამამებულია და უკმაყოფილოა შენით. მას ხომ ისევ მაქსიმუმი უნდა.ამ დროს შენ უკვე ცარიელი ხარ,დაიხარჯე ბოლომდე.მეორე შემთხვევაა სითბოს, რომ აკლებ არ გინდა გათამამდეს და ამავე დროს ურთიერთობა ფუჭდება ,შენ რა თქმა უნდა არ გინდა ეს, მაგრამ გარდაუვალია და იკარგებით.
უამრავჯერ მქონია ასეთი შემთხვევები და საბოლოოდ ვისწავლე ურთიერთობების მართვა, რომელიც წყლის ფიალასა ჰგავს- ძალიან ბევრ წყალს თუ ჩაასხამ გადმოიქცევა, ცოტას ჩაასხამ და არ გამოჩნდება.
ზომიერება... ყველგან საჭიროა ზომიერება.

     

      *   *   *



 ცხოვრებაში წარმატებას, რომ მიაღწიო გვერდში მყოფების სიას უნდა გადახედოთ. თავს დავდებ აღმოაჩენთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც გაფერხებენ წინსვლაში. აღმოჩენის შემდეგ ორი ვარიანტი ჩნდება თქვენ წინაშე- ან ათრიოთ ეგ მორი თქვენთან ერთად, (ძალაც თუ გეყოფათ ამისათვის) ან დატოვოთ თავის ადგილას,რადგან მორს თავისი ადგილი აქვს. ის უნდა ეგდოს ერთსა და იმავე ადგილზე ,თქვენ კი გადააბიჯოთ, განაგრძოთ სვლა წინ, ან ჩაეჭიდოთ და ათრიოთ, მაგრამ ისევ ვიტყვი -მორი მორია, ის უნდა ეგდოს ერთსა და იმავე ადგილას. 
მე სულ მივმართავ პირველ ვარიანტს არა იმიტომ, რომ ადვილი გამოსავალია, არამედ იმიტომ რომ გვერდში მყოფი თუ ხელს გიშლის წარმატების მისაღწევაში ის გვერდით დასაყენებლი ადამიანი არა.




      *   *   *

                                                            
დამიანი ,რომელიც ერთფეროვნებაზე თანხმდება და არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ  წინ წაიწიოს ერთი ნაბიჯითაც კი მკვდარია. 



               *   *   *

არტოობასაც თავისი "მუღამი" აქვს


               *   *   *

ხოვრებას ისე გაგიფერადებ გავარტყი ვანგოგს 💗


ვიცი ოდესღაც მეც წავალ

გრძობ, სურნელი თან დამყვება სიბრაზის...
არაამქვეყნიური სიძლიერით ვიჭრები. 
თვალზე ცრემლის მაგივრად,
სისხლი მდის და არვიცი, 
დედა’მიწაზე როდემდე ვიქნები.
შურისძიების ერთი სული მაქვს, 
ერთი სული მაქვს და ისიც ცოდვილი. 
გავუძლურდი ყველა’ფერი მმართებს , 
მათგან შემიყვარდა წითელი და შავი.
ვიცი ოდესღაც მეც წავალ, გავშლი ფრთებს
წავალ აი იქ, სადაც განისვენებენ წარსულნი 
და მიმიღებენ როგორც ძმას და მეგობარს.
შენ კი მოგადგება ჩემზე ფიქრები.
უდროო დროს განშორება მომიწევს,
წყენას დავტოვებ მე თქვენს გულებში
და ვერ მოვასწრებ დამშვიდობებას,
გთხოვთ მაპატიოთ ყველა ცოდვები.
ვიცი გამიჭირდება დავყონვნდები წასვლისას, 
მაგრამ საბოლო გზას ვერ გავექცევი,და
არ ვეკუთვნოდი მე დედამიწას, 
ჩაიბეჭდეთ ეს სიტყვები ყველამ გულებში


1 комментарий:

  1. ადამიანი არის ძლიერ განვითარებული არსება,რომელიც სიყვარულის ფასს ხვდება სიძულვილის დროს,ერთგულების ფასს ღალატის შემდეგ, სიცოცხლის ფასს სიკვდილის წინ, ჯანმრთელობის ფასს ავადმყოფობის დროს, ურწმუნო ხდება ბედნიერების ჟამს, ღმერთი ახსოვს განსაცდელის დროს,ის არის კაცობრიობის მტერიც და მოყვარეც და ბოლოს ის უნიკალური არსებაა, რომელიც ღმერთმა შექმნა...

    ОтветитьУдалить