შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმი ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენათა ინტეგრირებულ კათედრასთან არსებული შემოქმედებითი კლუბი
понедельник, 28 мая 2018 г.
суббота, 26 мая 2018 г.
კვლავ - ლუკა ქავთარაძე

კვლავ
კვლავ ალკოჰოლში ავრიე გრძნობები
თავს მიეცა თავხედური სიმამაცე...
წამში დამავიწყდა ბნელი დღეები
და ყალბი ღიმილი გამომესახა სახეზე.
კვლავ არ მასვენებს ფიქრები აი,იმ ხეზე,
რომელიც მიცდის გამოწყობილს მზადყოფნაში,
ნუთუ ასე პატარაა ეს გზა?
და მეც უგუნურმა ყველა ნაბიჯზე შევცოდე
დედამიწის შვილი ვარ ცოდვილი
და ვიცი არ მეღირსება სამოთხე,
რადგან უკვე ჯოჯოხეთის კარი გამიღეს და აი იქ,
დიდი ამბით მელოდებიან
კვლავ მოვკალი ჩემში ადამიანი,
ვასვი ალკოჰოლი ბოთლების დაცლამდე,
რომ დამეკარგა წლების მოგონებები
და თუნდაც შემეწყვიტა ფიქრები აი იმ ხეზე,
კვლავ ალკოჰოლში ავრიე გრძნობები
თავს მივეცი თავხედური სიმამაცე
წამში დავივიწყე ბნელი დღეები
და ყალბი ღიმილი გამოვისახე სახეზე.
пятница, 11 мая 2018 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)