понедельник, 25 июня 2018 г.

მეზღვაურთა დღე ქალაქ ბათუმში

25 ივნისს,მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა და მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმმა, სადაც წარდგენილი იყო  ლიცეუმთან არსებული შემოქმედებითი კლუბის წევრის იაგო შერვაშიძის ნახატები 





















воскресенье, 24 июня 2018 г.

25 ივნისი, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა!

 ყველა მეზღვაურს  გილოცავთ, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს !

25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.ასეთი დღესასწაულის შემოღების იდეა კი, 2010 წელს მილანში ჩატარებულ კონფერენციაზე გაჩნდა. პროფესიულ დღესასწაულს ვულოცავთ ყველს მეზღვაურს, რომლებსაც უდიდესი წვლილი (80%-ზე მეტი შემოსავალი) შეაქვთ მსოფლიო ეკონომიკაში.



                                                                   
                          








понедельник, 18 июня 2018 г.

უკომენტაროდ

იაგო შერვაშიძის უახლესი ნამუშევრები


-იცი რა მოხდება სიკვდილის შემდეგ?^^
-რა?
-იტყვიან რომ უყვარდი, რომ აკლიხარ და ისევ უნდათ შენი თბილი ჩახუტება და ეს მაშინ მოუნდებათ როცა ცივს და გაშეშებულს გნახავენ, თუმცა ეს მათი სიყვარულიც მოჩვენებითი და დროებითი იქნება!!



вторник, 12 июня 2018 г.

ჩვენ კრეატიულები ვართ!





 შემოქმედება-
გამოხატვის
თავისუფლებისათვის!


ლუკა ქავთარაძის პოეზიის ვიდეო-მასალა











1.ლექსის "მინდა დაგიმტკიცო" ვიდეოლინკი
https://web.facebook.com/BLACKBATUMI/videos/vb.100006795961218/2131952470374598/?type=2&video_source=user_video_tab


2.ლექსის "მარტოობაში" ვიდეო ლინკი

https://www.facebook.com/BLACKBATUMI/videos/2134014016835110/


3.ლექსის "კვლავ "  ვიდეოლინკი

https://web.facebook.com/BLACKBATUMI/videos/vb.100006795961218/2130049367231575/?type=2&video_source=user_video_tab
4.ლექსი"ვიცი ოდესღაც მეც წავალ "https://www.facebook.com/BLACKBATUMI/videos/2143748182528360/ 5. ავტორი: ლუკა ქავთარაძეhttps://www.facebook.com/BLACKBATUMI/videos/2143748182528360/
 5. ავტორი: ლუკა ქავთარაძე
გადამღები: Omari Jayeli - ომარი ჯაყელი
"Memento Mori"https://www.facebook.com/BLACKBATUMI

BLAC BATUMI-ის ავტორი ლუკა ქავთარაძე


იხილეთ:
https://www.youtube.com/channel/UCRmtIU8uOAEse4zmYmne-XA?view_as=subscriberლუკა ქავთარაძე ერთერთი მუსიკალური არხის BLACK BATUMI-ის  ავტორია იუთუბზე



IAGO/ART




სლაიდზე თანდართული მელოდია ,იხილეთ ლინკზე:
https://www.youtube.com/watch?v=0uwSy5Be-ZQ



ნიკა შამუგია მომავალი ფოტოხელოვანი და მხატვარი

ნიკა შამუგია მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის მეთერთმეტე კლასელი და კურსანტია, იგი ნიჭიერი ახალგაზრდაა,რომელიც გატაცებულია ფოტოხელოვნებით,საამისოდ აქვს  კარგი ხედვა და აღქმის საინტერესო სამყარო.განსაკუთრებით იზიდავს ფოტოხელოვნება.წარმატებები ნიკას💗

суббота, 9 июня 2018 г.

ლუკა ქავთარაძის უბის წიგნაკიდან...


       ლუკა ქავთარაძე            

                                                   *   *   *

რავინ ყოფილხართ ასე?
ურთიერთობის დასწყისში ძალიან ბევრი  სითბო,რომ გაგიციათ და გაგითამამებიათ ადამიანი,რაღაც დროის გასვლის მერე თავს ამჩნევთ, რომ უკვე დაცლილი ხართ გრძნობებისაგან და ვეღარ გამოხატავთ იმავე  სითბოს მის მიმართ , ის კიდევ უსინდისოდ გათამამებულია და უკმაყოფილოა შენით. მას ხომ ისევ მაქსიმუმი უნდა.ამ დროს შენ უკვე ცარიელი ხარ,დაიხარჯე ბოლომდე.მეორე შემთხვევაა სითბოს, რომ აკლებ არ გინდა გათამამდეს და ამავე დროს ურთიერთობა ფუჭდება ,შენ რა თქმა უნდა არ გინდა ეს, მაგრამ გარდაუვალია და იკარგებით.
უამრავჯერ მქონია ასეთი შემთხვევები და საბოლოოდ ვისწავლე ურთიერთობების მართვა, რომელიც წყლის ფიალასა ჰგავს- ძალიან ბევრ წყალს თუ ჩაასხამ გადმოიქცევა, ცოტას ჩაასხამ და არ გამოჩნდება.
ზომიერება... ყველგან საჭიროა ზომიერება.

     

      *   *   *



 ცხოვრებაში წარმატებას, რომ მიაღწიო გვერდში მყოფების სიას უნდა გადახედოთ. თავს დავდებ აღმოაჩენთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც გაფერხებენ წინსვლაში. აღმოჩენის შემდეგ ორი ვარიანტი ჩნდება თქვენ წინაშე- ან ათრიოთ ეგ მორი თქვენთან ერთად, (ძალაც თუ გეყოფათ ამისათვის) ან დატოვოთ თავის ადგილას,რადგან მორს თავისი ადგილი აქვს. ის უნდა ეგდოს ერთსა და იმავე ადგილზე ,თქვენ კი გადააბიჯოთ, განაგრძოთ სვლა წინ, ან ჩაეჭიდოთ და ათრიოთ, მაგრამ ისევ ვიტყვი -მორი მორია, ის უნდა ეგდოს ერთსა და იმავე ადგილას. 
მე სულ მივმართავ პირველ ვარიანტს არა იმიტომ, რომ ადვილი გამოსავალია, არამედ იმიტომ რომ გვერდში მყოფი თუ ხელს გიშლის წარმატების მისაღწევაში ის გვერდით დასაყენებლი ადამიანი არა.




      *   *   *

                                                            
დამიანი ,რომელიც ერთფეროვნებაზე თანხმდება და არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ  წინ წაიწიოს ერთი ნაბიჯითაც კი მკვდარია. 



               *   *   *

არტოობასაც თავისი "მუღამი" აქვს


               *   *   *

ხოვრებას ისე გაგიფერადებ გავარტყი ვანგოგს 💗


ვიცი ოდესღაც მეც წავალ

გრძობ, სურნელი თან დამყვება სიბრაზის...
არაამქვეყნიური სიძლიერით ვიჭრები. 
თვალზე ცრემლის მაგივრად,
სისხლი მდის და არვიცი, 
დედა’მიწაზე როდემდე ვიქნები.
შურისძიების ერთი სული მაქვს, 
ერთი სული მაქვს და ისიც ცოდვილი. 
გავუძლურდი ყველა’ფერი მმართებს , 
მათგან შემიყვარდა წითელი და შავი.
ვიცი ოდესღაც მეც წავალ, გავშლი ფრთებს
წავალ აი იქ, სადაც განისვენებენ წარსულნი 
და მიმიღებენ როგორც ძმას და მეგობარს.
შენ კი მოგადგება ჩემზე ფიქრები.
უდროო დროს განშორება მომიწევს,
წყენას დავტოვებ მე თქვენს გულებში
და ვერ მოვასწრებ დამშვიდობებას,
გთხოვთ მაპატიოთ ყველა ცოდვები.
ვიცი გამიჭირდება დავყონვნდები წასვლისას, 
მაგრამ საბოლო გზას ვერ გავექცევი,და
არ ვეკუთვნოდი მე დედამიწას, 
ჩაიბეჭდეთ ეს სიტყვები ყველამ გულებში