воскресенье, 10 февраля 2019 г.

ქართველი,ქართულად საქართველოში....

იცით სიზმრად რა ვნახე? - სისხლისფერი ველი... ბრძოლა ვნახე, სადაც მამაცი ქართველი სხეულს არ ინდობდა, სისხლს ღვრიდა და მაინც იბრძოდა. ერთ მხარეს მთა ვნახე შავი, სამასი ათასი მომავალი გვამი - იღრინებოდა, სწამდათ გამარჯვების, მაგრამ ამაო იყო რწმენა მათი. მთის მეორე მხარეს - უშიშარი მეომარნი, თავდადებულნი, ვაჟკაცნი და ამაყნი. უეცრად გაისმა ცაში ქვისფერი ღრუბლების მძლავრი რეკა. დრო იყო ორი ერის შერკინების. ხმალი ცრემლებს ნაპერკლის სახით ყრიდა, ახლომახლო მტრის სულის წიოკი ისმოდა, განა ვაკვირდებოდი? მეც იქ ვიყავი, ხმალი მეჭირა. დავით მეოთხეს ყველა გზა მტრის უკუქცევისთვის გაეჩეხა... ერთი ქართველი შვიდ სელჩუკს, როგორც მგელი ტურათა ხროვას, სისხლის ბოლო წვეთამდე უტევდა.. მიუხედავად მტრის სიმრავლისა მაინც საოცრად უმკლავდებოდა და ამ შერკინებაში ისმოდა კითხვა:
- ვის დაინდობდა დღეს ბედისწერა? მთა ორად გაიყო, მიწა გაიხსნა, სისხლის მდინარე თან წამოვიდა... შემზარავი იყო ირგვლივ არემარე, ყვავების ფრენა თავბრუს მახვევდა! საათი ერთი... ორი , სამი... გავიდა ორმოცი ათასი, სამასი ათასმა როგორც მწყურვალემ, წყლით სავსე დოქი ისე დალია და მის მერე თითქმის ცხრა საუკუნე დრომ დათვალა და დიდი ქართველის შთამომავალი, თვალწინ ,თავაწეული გიდგავართ თამამად მოგიყვეთ ამბავი, სადაც ჩვენ ვიყავით ერთმუჭად, ერთსულად, ერთ ერად შეკრულნი, სადაც მეფე მეომრებთან იბრძოდა, სადაც ბედისწერამ ჩვენ აგვირჩია და დღეს მე, ქართველი, ქართულად, საქართველოში, გიყვებით ქართულ ისტორიას თავაწეული ამაყად.

ავტორი: ლუკა ქავთარაძე
ანჟელა

Комментариев нет:

Отправить комментарий