შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმი ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენათა ინტეგრირებულ კათედრასთან არსებული შემოქმედებითი კლუბი
воскресенье, 17 февраля 2019 г.
საბა ნაკაიძის პოეზია
- "ქუჩის მდაბიო პოეტი👤"
არც პოეტობას ვიბრალებ
და არც ვედრები ნიკოს,
წაიღეთ თქვენი დიდება,
წაიღეთ თქვენი იყოს!
უბრალო გლეხის შვილი ვარ,
გაზრდილი კავკასიონის ტრფობის,
პერანგებს მიქსოვდა ლექსები გალაქტიონის!
მე წერა შოთამ მასწავლა,
ვაჟამ ბუნების ვედრება,
მათ კამკამხმიან ტაეპებს
ჩემი ხომ ვერც შეედრება!
იქ სადაც პატრიოტიზმის
ტრფობა იწირავს ტიციანს,
სიკვდილის მერე ვაფასებთ
როგორც აქ ხალხმა იციან!
სიცოცხლესაც კი მივცემდი
რომ არ მოეკლათ ილია,
მისი ნატიფი ლექსებით
სულიც კი გაუჟღენთია!
ბარათაშვილმა მასწავლა,
დარდის გაქარვა მთვარეში,
ტერენტიმ, როგორ დავხატო,
მკვლელი ფიქრების თარეში,
მე,პოეტობას მწამებენ,
დამჩემდა მელანქოლია,
სულის ნაწვიმარს გული წერს,
სურვილი მე არ მქონია!
ასეთი ქართველებისთვის
უფალს დიდება! დიდება!
ნიჭი თავისით დაჰყვება,
ის ფულით არ იყიდება!
აკაკიმ, ტატომ, მასწავლეს
რაც პოეტების სენია,
ჩემზე უნიჭო მოწაფე
მე ჯერ არვინ მსმენია.
არც პოეტობას ვიბრალებ
და არც დიდება მინდა,
უბრალოდ გლეხის შვილი ვარ,
ცოდვილი გულით წმინდა!
"იქნებ სიცოცხლე ღირს იმისათვის⁉"
იქნებ სიცოცხლე ღირს იმისათვის,
პატარა ბავშვი, გეძახდეს მამას,
საყვარელ ქალს, რომ ჩააცვამ გულით,
თეთრი ვარდივით გაფურჩქნულ კაბას,
იქნებ სიცოცხლე ღირს იმისათვის,
სულით გიყვარდეს, გულით კი არა,
იქნებ ვისწავლოთ, ყველას შენდობა,
ვინც მოგვაყენა გულზე იარა,
იქნებ სიცოცხლე ღირს იმისათვის, ქვეყნად რომ ნახო, ყველა ადგილი,
ბროლისფერ ზღვაზე ჭაღარა მთებში,
ხეტიალით რომ იყო დაღლილი,
იქნებ სიცოცხლე ღირს იმისათვის,
რომ დავეხმაროთ დამზრალ მათხოვარს,
გაყინულ გულში, სითბო ავუნთოთ
და დავემსგავსოთ წმინდა მაცხოვარს,
ნუთუ სიცოცხლე ღირს სხეულისთვის?!
ვისთვის სიმრუშე, ვისთვის დარგია,
სიკვდილის შემდეგ ყველა მივხვდებით,
რომ ეს სხეულიც, ჩალად გვარგია
მე მირჩევნია ვუყვარდე უფალს
ვიდრე სიყალბით ამ მთელ სამყაროს
და გულის გავლით სულამდე,უვალს
უფლის გზას ვგრძნობდე რომ გამატაროს.
"დრო გაფრინდება 🕛🕚🕛"
წუთები დღეებს მისდევენ,
წამები ყოველ წამს,
საქმეს ხვალისთვის გადავდებ,
კიდევ ვიცოცხლებ, მწამს,
მაგრამ ვინ იცის, იქნებ ხვალ,
ან გათენდება, ან არა
იქნებ სათქმელსაც ვერ ვიტყვი,
ვრჩები ცოდვების ამარა,
დრო, ეს ხომ დიდი განძია,
რომელსაც ვფლანგავთ უგნურნი
მას ვერ აჩერებს, ვერავინ
მის წინაშე ვართ უძლურნი,
ერთფერნოვნება გართობა
ყოველდღე, როლის თამაში,
დროის გაფლანგვა, გაცვენთა,
რა აზრი არის ამაში,
ნუ ეცდები, დროის მოკვლას
ის მოვიდა, მოგკლავს თავად,
დროის ფასი რომ ვიცოდეთ,
არ დავხარჯავთ, ჩვენ მას ამად,
ზოგი ვერ ხვდება დროება,
რეალობა თუ მითია,
სიკვდილიც, კარს მოგვადგება,
ცხოვრება ფარდობითია,
ხელს ვაფათურებ, ვბრუნდები,
ვქექავ გულდასმით ჩემს წარსულს,
და უცებ გაოგნებული,
ვითვლი უამრავ წელს გასულს,
ჩემს თავში ფიქრები რბიან
როდის გავიდა ეს წლები?!
კი მაგრამ... გუშინ არ იყო?!
ბავშვი ვიყავი... ვერ ვხვდები...
აფასეთ ყოველი წუთი,
ის აღარ განმეორდება,
ტკბილ მოგონებად დარჩება
და ჩვენ აწმყოსაც შორდება,
დევანდელ დღეზე, კარგი დრო,
აღარასოდეს გვექნება
იცხოვრე, როგორც ბოლო დღეს,
გქონდეს მცირედი შეგნება,
ნუ ეძებ მიზეზს შეცვლისთვის,
მერე იქნება გვიანი,
დაკარგულ წუთებს, შეჰყურებს,
თვალები ეს ნაღვლიანი,
როცა სახეზე შრეები ჩნდება
მაშინ დარჩები ეული,
როცა ზიზღნარევ თვალებით
მოდის სიკვდილი წყეული,
მაშინ გექნება, ღვთის შიში,
სულით დაიწყებ გოდებას,
როცა რაიმე გვჭირდება
მაშინვე რად გვაგონდება?!
დროის დაკარგვას ინანებ
რამდენთან გრჩება სათქმელი,
დროის დაცინვას ინანებ
რომ ვერ დაანთე სანთელი,
მაგრამ დრო მიქრის, ეჟვნებით,
ეტლით მორევში ტრიალებს,
დრო მკურნალია იცოდე
ის დაგავიწყებს იარებს.
მას შენატრიან ყოველნი,
ოცნებით, სულში ძვრებიან,
მაგრამ, ვინ ზრუნავს ამ დროზე,
ამიტომ უმალ კვდებიან!
"არაამქვეყნიური 👀"
ო,როგორ მხიბლავს შენი თვალები,
ცრემლით ნაბანი და ნამთვრალევი,
მიყვარს მზერაში, სინაზე ფერთა,
და შენს თვალებში, გრძნობების შერთვა,
მათში ელვარებს, სხივი დაისის,
როგორც, მთის თეთრი ედევაისი,
შენს თვალებზე, რომ, ცრემლი ბრწყინდება,
მათი ყურება, მეარ მწყინდება,
უბრალოება, შენ ისე გხატავს,
რომ შეშურდება სუყველა მხატვარს,
შენს გულუბრყვილო და ბავშვურ მზერას,
გული ვერ უძლებს, აჩერებს ძგერას,
მაგ შენ ბროლებში, მთვარე კიაფობს,
თვალები შენზე ურცხვად მიამბობს,
წამწამთა რხევის, ნაზი ბგერებით
და სხივთა კრთობით, რომ, მეფერები,
შენი თვალების ყურება მათრობს,
ეგ თბილი მზერა, სიყვარულს მათოვს,
ამ სილამაზეს ვერ ავღწერ ლექსად,
ამნაირ თვალებს, ვერ ნახავთ ვერსად!
"ო, როგორ თოვს ❄⛄"
ზეცა აფარებს მიწას თეთრ საბანს,
ფიფქებით ქათქათა პერანგებს ქსოვს
თოვლი ბილიკებს ცოდვისგან დაბანს,
სულშიც კი ბარდნის! ო,როგორ თოვს!
ჭაღარა მთების მშურს ისე ძლიერ,
პირველი ფიფქი, რომ დაათოვს,
მზე სირცხვილისგან შეიცვლის იერს,
სულშიც კი ბარდნის! ო,როგორ თოვს!
ჩუმად შევცქერი ფიფქების ცეკვას,
როგორ ნატიფად არხევენ რტოს
ო,როგორ მინდა კვლავ ჩემი გერქვას,
სულშიც კი ბარდნის! ო,როგორ თოვს!
გარეთ ვზივარ და მათოვს ფიფქები,
დამზრალი გული სიყვარულს მთხოვს,
სხეულს კი ათბობს შენზე ფიქრები,
სულშიც კი ბარდნის! ო,როგორ თოვს!
ცა ხეებს აცმევს ქორწილის კაბებს,
მე რომ ჩაგაცვა თუ მეტყვი ხოს?
ფიფქებს ვუყვები მე შენზე ამბებს,
სულშიც კი ბარდნის! ო,როგორ თოვს!
მე ყოველ დილით ვეალერსები,
შენი სულივით ამ სპეტაკ თოვლს,
ცხოვრებამ ჩაჭრა ჩემი რელსები,
სულშიც კი ბარდნის! ო,როგორ თოვს!
ხან მიკოცნიან ღაწვებს ფიფქები,
გული კი შენს თავს არავის თმობს,
გადაწყდა დღესვე შენთან ვიქნები,
სულშიც კი ბარდნის! ო,როგორ თოვს!
მთის ქარაფიდან გადავვარდები,
ფიფქებად მოვალ შენ რომ დაგათოვს
და შენც მაშინვე შეგიყვარდები,
ჩემი სურნელი ისე დაგათრობს,
ციდან მოვალ და დაგითოვ ტუჩებს,
დამზრალ ბაგეზე დავდნები მყისვე,
და ყოველ ზამთარს მოგირთავ ქუჩებს
რომ შეგახსენო, მიყვარხარ ისევ!
"ყველა თამაშობს ბავშვების გარდა^*-*^"
ნუთუ ფიქრობთ, რომ ვინც იცინის ბედნიერია?!
გულის ცრემლები, ხომ თვალებამდე არასდროს მიდის,
მორგებულ ნიღბის ტარება კი მშვენიერია,
რომ დაიმკვიდრო აქ ადგილი, ადამთა მოდგმის,
ნუთუ ფიქრობთ, რომ ვინც გვერდში დგას მეგობარია?!
აქ ანგარებამ გამოცადა ღალატის თასი,
არავის ენდო! შენს თავსაც კი - ვინც გაბარია,
გროშად ჰყიდიან, მეგობრობამ დაკარგა ფასი,
ნუთუ ფიქრობთ, რომ ეს გრძნობები არის ნამდვილი?!
აქ მრუშობასაც სიყვარულის სახელი ჰქვია,
დღევანდელ დროში ფულით ყიდვა არის ადვილი,
ხალხის გულებში ანგარების სურნელი ქრიან,
ნუთუ ფიქრობთ, რომ სუყველა "კაცია-ადამიანი?!"
ყველა თამაშობს, ზურგს უკან ჩუმად გირევენ ნაბიჯებს,
და ამ დიდ წარმოდგენაში თუ არ აღმოჩნდა გვიანი,
ცხოვრების შავ-თეთრ ფურცლებზე მაშინ ამოშლი ნაბიჭ*რებს!
"მოდი წავიდეთ <3 "
მოდი წავიდეთ, ჰორიზონტს გავცდეთ
წამით ვუსმინოთ, მივყვეთ გულისხმას
მოდი ოცნების ღრუბლებზე დავსხდეთ,
სანამ სიკვდილმა ჩვენც გვიგულისხმა
მოდი წავიდეთ,გადავცვდეთ საზღვრებს
ხელი ჩამკიდე, გავიქცეთ მენდე
დედამიწა, ხომ სიყვარულს არღვევს
მრუშობის ნიღაბს აფარებს დღემდე
მოდი წავიდეთ, მთებს შევეხიზნოთ
ვიხეტიალოთ, დავტოვოთ სახლი
ჭაღარა მთებზე ცას შევეხიდოთ,
სულ აგვიშფოთებს ძიება ახლის
მოდი ავფრინდეთ, ოცნების ფრთებით
სადაც სიყვარულს გალობენ წმინდად
ცისარტყელების ფერებით ვთვრებით
ტრფობის ღრუბელი, ჩვენ რომ გვაწვიმდა
მოდი წავიდეთ, დედამიწიდან
აქ სიყვარული მდიდრულად გლეხობს,
მოდი გავიქცეთ ცოდვილ მიწიდან,
სადაც სიკვდილი სუყველგან მეფობს.
суббота, 16 февраля 2019 г.
воскресенье, 10 февраля 2019 г.
ქართველი,ქართულად საქართველოში....
იცით სიზმრად რა ვნახე?
- სისხლისფერი ველი...
ბრძოლა ვნახე,
სადაც მამაცი ქართველი
სხეულს არ ინდობდა,
სისხლს ღვრიდა
და მაინც იბრძოდა.
ერთ მხარეს მთა ვნახე შავი,
სამასი ათასი მომავალი გვამი -
იღრინებოდა, სწამდათ გამარჯვების,
მაგრამ ამაო იყო რწმენა მათი.
მთის მეორე მხარეს - უშიშარი მეომარნი,
თავდადებულნი,
ვაჟკაცნი
და ამაყნი.
უეცრად გაისმა ცაში
ქვისფერი ღრუბლების
მძლავრი რეკა.
დრო იყო
ორი ერის შერკინების.
ხმალი ცრემლებს
ნაპერკლის სახით ყრიდა,
ახლომახლო მტრის
სულის წიოკი ისმოდა,
განა ვაკვირდებოდი?
მეც იქ ვიყავი, ხმალი მეჭირა.
დავით მეოთხეს ყველა გზა
მტრის უკუქცევისთვის გაეჩეხა...
ერთი ქართველი შვიდ სელჩუკს,
როგორც მგელი ტურათა ხროვას,
სისხლის ბოლო წვეთამდე უტევდა..
მიუხედავად მტრის სიმრავლისა
მაინც საოცრად უმკლავდებოდა
და ამ შერკინებაში ისმოდა კითხვა:
- ვის დაინდობდა დღეს ბედისწერა?
მთა ორად გაიყო, მიწა გაიხსნა,
სისხლის მდინარე თან წამოვიდა...
შემზარავი იყო ირგვლივ არემარე,
ყვავების ფრენა თავბრუს მახვევდა!
საათი ერთი...
ორი ,
სამი...
გავიდა
ორმოცი ათასი, სამასი ათასმა
როგორც მწყურვალემ,
წყლით სავსე დოქი
ისე დალია
და მის მერე თითქმის ცხრა
საუკუნე დრომ დათვალა და
დიდი ქართველის შთამომავალი,
თვალწინ ,თავაწეული გიდგავართ
თამამად მოგიყვეთ ამბავი,
სადაც ჩვენ ვიყავით ერთმუჭად,
ერთსულად,
ერთ ერად შეკრულნი,
სადაც მეფე მეომრებთან იბრძოდა,
სადაც ბედისწერამ ჩვენ აგვირჩია
და დღეს მე,
ქართველი,
ქართულად,
საქართველოში,
გიყვებით ქართულ ისტორიას
თავაწეული ამაყად.
ავტორი: ლუკა ქავთარაძე
ავტორი: ლუკა ქავთარაძე
ანჟელა
Подписаться на:
Сообщения (Atom)